computer monitorტექნოლოგიები

მიიღეთ ვირტუალურად ხარისხიანი განათლება

multi user commentკომუნიკაცია

იურთიერთეთ მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან

zoom inხარისხი

მიიღეთ სიღრმისეული, თანამედროვე განათლება 

ინდივიდუალიზაცია

ისწავლეთ ხელსაყრელ დროს, ხელსაყრელ ტემპში.

იხილეთ ვიდეო მეტი ინფორმაციისთვის

ამერიკული აკადემია თბილისში

დაარსდა 2001 წელს. აკადემიის დამაარსებლები არიან გივი ზალდასტანიშვილი, ქართველი ბიზნესმენი, რომელმაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა და დონალდ თომასი, ამერიკელი პედაგოგი, რომელიც ასწავლიდა და ხელმძღვანელობდა სახელმწიფო და კერძო სკოლებს ბოსტონში.

აკადემიის მისიაა

აღზარდოს მცოდნე, სხვათა მიმართ თანაგრძნობით გამსჭვალული ადამიანები, რომელთაც უყვართ სამშობლო და ამავე დროს მსოფლიოს პასუხისმგებელი მოქალაქენი არიან; ადამიანები, რომელთაც სჯერათ, რომ ეროვნული, თუ ის ჭეშმარიტად ღირებულია, მსოფლიოსთვისაც ღირებული უნდა იყოს.

ვირტუალური აკადემია

დაარსდა 2015 წელს და მისი მიზანია გივი ზალდასტანის ამერიკული აკადემიის საუკეთესო ხარისხის საგანმანათლებლო პროდუქტების გავრცელება ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ვირტუალური აკადემიის მეშვეობით საქართველოს და მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შესაძლებელია საუკეთესო განათლების მიღება.

სწავლის მიდგომა

ვირტუალურ აკადემიაში ეფუძნება თანამედროვე საგანმანათლებლო თეორიებს. ჩვენი კურიკულუმი ეფუძნება რწმენას, რომ ადამიანმა უნდა ააგოს საკუთარი ცოდნა არა მხოლოდ საინტერესო მასალების, არამედ სააზროვნო სავარჯიშოებისა და ინფორმატიული უკუკავშირის დახმარების საფუძველზე.