ხშირად დასმული შეკითხვები
დაარსდა 2001 წელს. აკადემიის დამაარსებლები არიან გივი ზალდასტანიშვილი, ქართველი ბიზნესმენი, რომელმაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა და დონალდ თომასი, ამერიკელი პედაგოგი, რომელიც ასწავლიდა და ხელმძღვანელობდა სახელმწიფო და კერძო სკოლებს ბოსტონში.
აღზარდოს მცოდნე, სხვათა მიმართ თანაგრძნობით გამსჭვალული ადამიანები, რომელთაც უყვართ სამშობლო და ამავე დროს მსოფლიოს პასუხისმგებელი მოქალაქენი არიან; ადამიანები, რომელთაც სჯერათ, რომ ეროვნული, თუ ის ჭეშმარიტად ღირებულია, მსოფლიოსთვისაც ღირებული უნდა იყოს.
დაარსდა 2015 წელს და მისი მიზანია გივი ზალდასტანის ამერიკული აკადემიის საუკეთესო ხარისხის საგანმანათლებლო პროდუქტების გავრცელება ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ვირტუალური აკადემიის მეშვეობით საქართველოს და მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შესაძლებელია საუკეთესო განათლების მიღება.
ვირტუალურ აკადემიაში ეფუძნება თანამედროვე საგანმანათლებლო თეორიებს. ჩვენი კურიკულუმი ეფუძნება რწმენას, რომ ადამიანმა უნდა ააგოს საკუთარი ცოდნა არა მხოლოდ საინტერესო მასალების, არამედ სააზროვნო სავარჯიშოებისა და ინფორმატიული უკუკავშირის დახმარების საფუძველზე.